მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უნდა გადაიჭრას - სოფო ჯაფარიძემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი მოინახულა

22.09.24 17:05
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უნდა გადაიჭრას - სოფო ჯაფარიძემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი მოინახულა

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა საქართველოში უნდა გადაიჭრას - ამ განცხადებას პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერიი სოფო ჯაფარიძე აკეთებს. ჯაფარიძის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში 40 ათასაზე მეტი უპატრონო ცხოველია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს თამაზ ელიზბარაშვილის მოწყობილ ძაღლების თავშესაფრში იმყოფებოდა, სადაც იმ კანონპროექტსაც გაეცნო, რომელიც სწორედ მიუსაფარ ცხოველებს ეხება.

ძალიან დიდი პრობლემაა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. თბილისის მასშტაბით დაახლოებით 30-დან 40 ათასამდე მიუსაფარი ჩვენი ოთხფეხა მეგობარია და ძალიან მძიმეა ის ყველაფერი, რასაც ვუყურებთ ქუჩებში, ვხედავთ, როგორ ექცევიან ამ ძაღლებს, ვხედავთ, რა მდგომარეობაა. ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, ბატონ ტამაზს, რომელმაც ეს საოცრება შექმნა,ა სე ექცევა ყურადღება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

თავად თამაზ ელიზბარაშვილი კი ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დიდი ხანია დევს, თუმცა მისი დამტკიცება არავის უფიქრია. 

კანონპროექტი გამზადებულია, დევს დიდი ხანია პარლამენტში, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მოღვაწეობა, რომ არ მიიღეს კანონი.რატომ არ მიიღეს, ჩემტვის გაუგებარია. მე იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე მოვა ისეთი ძალა ხელისუფლებაში, რომელიც მიიღებს ამ კანონს და ამ პრობელმას გადაწყვიტავს, - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.