ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთი შავ ზონად იყენებდა - ვაშინგტონმა "ემ ერ ბი ბანკი" დაასანქცირა
რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს და მასობრივი განადგურების იარაღს უკრაინის დასაბომბად ოკუპირებული ცხინვალის ბანკის გამოყენებით ყიდულობდა. პუტინის რეჟიმის საიდუმლო გეგმა ამერიკულმა დაზვერვამ გაშიფრა. როგორც კი მტკიცებულებები ამერიკის ხაზინამდე მივიდა, კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. "ემ-ერ-ბი ბანკს" ვაშინგტონმა სანქცია დაუწესა.
ცხინვალში მოქმედი ბანკი რუსეთს ფულის გათეთრებაში და სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარებოდა. რუსეთის თავდაცვა შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობდა.
ამ ამბის გახმაურების შემდეგ "ოცნების" წევრებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა გეგმა აქვს მთავრობას? მაგრამ მედიამ ვერ გაიგო, როგორ აპირებს ხელისუფლება თავიდან აირიდოს რუსეთის მაშველ რგოლად ქცევის პერსპექტივა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.