კესარია აბრამიძე უკანასკნელ გზაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტმაც გააცილა

22.09.24 20:10
კესარია აბრამიძე უკანასკნელ გზაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტმაც გააცილა

 

 

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული კესარია აბრამიძე დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. კუბო სარიტუალო დარბაზიდან ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიტანეს. იყო ბევრი ვარდი, ცრემლი, სიმბოლურად თეთრი კაბა და უსამართლობის განცდა.

დაღუპულის ოჯახს ამ მძიმე მომენტში  გვერდით ედგნენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად უცნობი ადამიანები. გასვენებაში მისვლით თითოეულმა აჩვენა, რომ ემიჯნებიან ხელისუფლების ჰომოფობიურ და სიძულვილის კამპანიას.

კესარია აბრამიძე 37 წლის იყო. მოდელი მეგობარმა მამაკაცმა სახლში მოკლა. 28  ჭრილობიდან ყველაზე მეტი დაზიანება ტრანსგენდერ ქალს სახის არეში ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

დაკავებული მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებული მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.