ქვეყანა შეზღუდვებს დაუბრუნდა - დედაქალაქში სპეცტრანსპორტთან დაკავშირებით პრობლემებია

14.08.21 00:13
ქვეყანა შეზღუდვებს დაუბრუნდა - დედაქალაქში სპეცტრანსპორტთან დაკავშირებით პრობლემებია

კოვიდ 19-ის საგნგაშო სტატისტიკას გამო ქვეყანა შეზღუდვებს დაუბრუდა. ახალი შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევიდა. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, იკრძალება ფესტივალები, კონცერტები და მასობრივი ღონისძიებები. კვების ობიექტები 11 საათამდე იმუშავებენ. ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს კი აცრის პუნქტამდე მისასვლელად სპეციალური ავტობუსები მოემსახურებიან.

სპეცტრანსპორტთან დაკავშირებით დილიდან დედაქალაქში პრობლემებია. მოქალაქეებმა არ იციან ავტობუსების გასვლის ზუსტი გრაფიკი. ასევე, უცნობია კონკრეტული უბნები, საიდანაც მოქალაქეებს სპეცტრანსპორტი მოემსახურება. არ კონტროლდება ისიც, იყენებენ თუ არა რეალურად მოქალაქეები ავტობუსებს აცრის პუნქტამდე მისასვლელად.