პარკის ნაცვლად ცათამბჯენები - ოპოზიცია იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს
ყველა ერთად რეკრეაციული ზონის გადასარჩენად - სამი ოპოზიციური გაერთიანება სასამართლოთი მოითხოვს შეაჩეროს სახელმწიფომ იპოდრომის ტერიტორიაზე ცათამბჯენებისს მშენებლობა. გამწვანებული ტერიტორია ერთი წლის წინ გაიყიდა. არადა, იპოდრომზე ცენტრალური პარკის გაშენება იგეგმებოდა. მწვანე სივრცის ნაცვლად ქალაქის ცენტრში შვიდი 79 სართულიანი კორპუსი აშენდება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.