სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნება - სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

14.08.21 00:26
სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნება - სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

სუს-ში გამოკითხვების სერია გრძელდება  - სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების საქმეზე ამჯერად გიორგი ყუფარაძის მეუღლე და სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები დაიბარეს. სუს-ი უწყებიდან გატანილი საიდუმლო ფაილების კვალს ეძებს. არასამთავრობო ორგანიზაციის სამ თანამშრომელს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს. საქმეს გრიფი ადევს.

გიორგი ყუფარაძეც და მისი მეუღლეც   პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელის თქმით, ხელისუფლება მათ "ქართული ოცნებიდან" წასვლის გამო სჯის.

ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნაა დაწყებული, ვინაიდან ჩვენ ყველანი, მოგექსენებათ, "ქართული ოცნებიდან" ვართ წამოსულები და საჩვენებლად არის ეს გაკეთებული. ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს უკვე პარტიას, მიდიან "ოცნებიდან" და თითის დაქნევაა ეს ამ ადამიანებისთვის, - ამბობს ყუფარაძე.