პროფესორი დიმიტრი შველიძე ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს
პროფესორი დიმიტრი შველიძე ისტორიის მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს. ეს ის წიგნია, რომლის რედაქტორადაც "ქართული ოცნების" წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი დაასახელეს.
რა გახდა შველიძის პროტესტის მიზეზი? დგინდება, რომ სახელმძღვანელო ექსკლუზიური საავტორო რესურსი იქნება. ანუ სხვა წიგნებით სკოლებში ისტორიას მოსწავლეებს აღარ შეასწავლიან. როგორც შველიძე სოციალურ ქსელში წერს, სასწავლო მასალა სამ თემას მოიცავს - ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველო საბჭოთა კავშირში და საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.