როგორ ამინდი იქნება 23-25 სექტემბერს საქართველოში?
23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.