პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა
91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებდა თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე არის პრემია "საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბას ჯილდო.
მას 2015 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი.