ნაგვით სავსე გარემო და ქაოტური მშენებლობები პირდაპირ სანაპიროზე - რეალობა გრიგოლეთში
არ არსებული ინფრასტრუქტურა, ნაგვით სავსე გარემო და ქაოტური მშენებლობების ბუმი სანაპიროზე - რეალობა გრიგოლეთში. ირკვევა, რომ გრიგოლეთში სახლებს პირდაპირ სანაპიროზე აშენებენ და ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი შესაბამის ნებართვებს მაინც გასცემს.
ადგილობრივები და დამსვენებლები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემების გამო, კურორტზე ტურისტები აღარ ჩავლენ.
მოვა უცხოელი აქ, რომ შეხედავს, საერთოდ აღარ მოუნდება აქ მოსვლა და დასვენება. სიბინძურეა, სახლების მშენებლობა დაწყებულია თითქმის სანაპიროზე, - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.
ადგილობრივი ხელისუფლება გრიგოლეთში არსებულ პრობლემას აღიარებს, თუმცა ამბობენ, რომ მშენებლობები კანონიერად მიმდინარეობს.