NGO სექტორმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს
რუსული კანონი, ადმინისტრაციული რესურსის უკონტროლოდ გამოყენება, ოპოზიციის გაუქმების გეგმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულების დაშინება - ეს ის თემებია, რაზედაც არასამთავრობო სექტორმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ NGO- ების ხელმძღვანელებმა თქვეს, თბილისში წინასაარჩევნო ვითარების გასაცნობად ჩამოსული ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ, როგორ მუშაობს ანტიკორუფციული ბიურო, რეაგირებს თუ არა კორუფციის შემთხვევებზე. გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას კითხვები ჰქონდა ცესკოზეც.
მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათ ასევე რეკომენდაციების მისცეს, თუ რაზე უნდა გაამხვილონ ყურადღება არჩევნების დროს.
საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ძალადობის ფაქტებზე, მედიაში მიმდინარე პროცესებზე. კითხვები იყო უშუალოდ გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციებიც მივეცით, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, იგივე არჩევნების დროს, მათ ჩაატარონ დაკვირვება, იყო საუბარი რეგიონებზე“,- განაცხადა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, უჩა ნანაუშვილმა.
მივაწოდეთ ინფორმაცია ზოგადად საარჩევნო გარემოზე. არა მხოლოდ იმაზე, რაც წინასაარჩევნოდ ხდება, არამედ იმაზეც, თუ როგორ ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების გამოყენება, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მიერ. როგორც ვიცით, ისინი ვხდებიან ცესკოს წარმომადგენლებს და სჭირდებოდათ ინფორმაცია, რა სახის შეკითხევბი უნდა დაესვათ მათთვის ჩვენგან“,- ამბობს საიას წევრი, ნანუკა ყრუაშვილი.