აქტივისტების სადამსჯელო ოპერაცია - 400-ლარიანი ჯებირების დაზიანების გამო დაკავებული აქტივისტები პატიმრობაში დატოვეს

23.09.24 20:48
აქტივისტების სადამსჯელო ოპერაცია - 400-ლარიანი ჯებირების დაზიანების გამო დაკავებული აქტივისტები პატიმრობაში დატოვეს

პრეზიდენტის შეწყალების შიშით, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული აქტივისტები პატიმრობაში დატოვეს. არადა, დაცვის მხარემ სასამართლოში 66 ადამიანის, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატებისა და ყოფილი ომბუდსმენის თავდებობის დოკუმენტი მიიტანა და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. 

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე რომ პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი სერიაა, დღესაც გამოჩნდა. მომდევნო სხდომა მოსამართლე ნათია გუდაძემ 11 ნოემბერს, ანუ, თითქმის ორ თვეში ჩანიშნა, რაც აჩენს ეჭვს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების, რომ პრეზიდენტმა აქტივისტები არ შეიწყალოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.