შუქრუთელების პროტესტმა კობახიძის სამსახურთან გადაინაცვლა - გაფიცულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
პრემიერის კანცელარია პროტესტის ეპციენტრია. შუქრუთელის მოსახლეობის ნაწილმა ცოტახნის წინ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. შუქრუთელები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
შიმშილობის 23-ე დღეს, დემონსტრანტები კობახიძეს ჭიათურაში ჩასვლას და ადგილზე ვითარების გაცნობას სთავაზობენ.
გადმოვედით აქეთ მხარეს, რათა ირაკლი კობახიძეს გავაგებინოთ რომ არ არის ასე და ერთ მხარეს მარტო ნუ უსმენს. თვითონ თუ არ კადრულობს ჩვენთან მოსვლას, თავისი წარმომადგენელი, ავუხსნით, დავულაგებთ, იქ ჩავიდეს ჭიათურაში, რაღაცა ნაბიჯი უნდა გადადგან, როგორ უყურებენ ჩვენს დახოცვას. გამოფხიზლიდთ ყვცელა და მოგვხედეთ", - ამბობს პროტესტსი მონაწილე.
ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.