რას პასუხობს Yandex Go პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს
Yandex-ი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პასუხობს და მათი გადაწყვეტილების გსაჩივრებას აანონსებს.
ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,“- აცხადებს Ridetech Georgia LLC წარმომადგენლობა. [BM.GE]
რამდენიმე წლიანი ხმაურის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი იძულებული გახდა, შეესწავლა და დაედასტურებინა, რომ კომპანია "იანდექს ტაქსი" რუსეთში მდებარე სერვერებით სარგებლობს. კომპანია 4 ათასი ლარით დაჯარიმდა.