"ოცნება" ოპოზიციონერი ლიდერების განეიტრალებას ციხით ცდილობს - პირველი სამიზნე გიორგი ვაშაძეა
ხელისუფლების ახალი რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ - ლიდერებს არჩევნებამდე განეიტრალებას ციხით უპირებენ. სისხლის სამართლებრივი დევნის პირველი მსხვერპლი შესაძლოა, გიორგი ვაშაძე იყოს. პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი გეგმის მიხედვით, რეჟიმი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ დაკავებულ აქტივისტებს იყენებს. სავარაუდოდ, აშანტაჟებენ და პოლიტიკოსების გაშავების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას ჰპირდებიან.
"ოცნების" ეს გეგმა სასამართლოში დღეს თავად პროკურორმა გათქვა. თუ აქტივისტი ბუბუტეიშვილი გამომძიებლებს ჩვენებას ოფიციალურად მისცემს და იმას გაიმეორებს, რაც სასამართლოში თქვა, მაშინ პროკურატურას ეძლევა საშუალება, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტმა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობა მოულოდნელად გადაწყვიტა. სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აქციაზე მეხანძრე- მაშველისთვის ქვის სროლა ვაშაძემ დაუკვეთა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.