"აირჩიე ევროპა" ანტიკორუფციულს მათი ფინანსური დოკუმენტების უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებს
"აირჩიე ევროპას" დამფუძნებლები ანტიკორუფციულ ბიუროს მათი ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, კუპრაშვილის უწყებამ ბანკებიდან ინფორმაცია ისე გამოითხოვა, რომ ჯერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია.
მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, მათ ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ არც მონიტორინგის დაწყების უფლება და არც ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება. გუშინ გვაცნობეს, რომ თურმე გუშინ იწყებდნენ ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვას. უფრო სწორად, ჩვენ გვთხოვეს, წარმოადგინეთ ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებო. ჩვენ მაშინვე, 6-ში რომ მივმართეთ ბანკებს, რომ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, ამიტომ მათ არ ჰქონდათ უფლება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიეცათ ჩვენი საბანკო ანგარიშები კორუფციული ბიუროსთვის. მაგრამ ერთ-ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს მომწერა წერილი, რომლის თანახმადაც, რომ მათ უკვე, როგორც ჩანს, უკანონოდ, მისცეს ეს ინფორმაცია, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
"აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი ლელა ჯეჯელავა პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" და მისი ანტიკორუფციული ბიურო, ქვეყნის ევროპულ მომავალს ემიჯნება და ამას, მათ მიერ წარმოდგენილი "არგუმენტებიც" ცხადყოფს.
როგორც ჩანს, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც, მე ვფიქრობ, ამიერიდან, თუ საერთოდ დარჩა ისტორიას, უნდა შევიდეს „რაჟდენ ანტიევროპელის“ სახელით, არის მდევნელი ყველაფრისა, რასაც კავშირი აქვს საქართველოს ევროპულ მომავალთან. ვირჩევთ ჩენი შვილების მომავალს, ე.ი., ევროპას თუ ვირჩევთ რუსეთს - ანტიკორუფციულმა ეს ჩათალა პოლიტიკურ განცხადებად და სახიფათოდ „ქართული ოცნების“ ხელისფლებისთვის. ჩაიკითხეთ, რა არის მტკიცებულებებად, რა საჯარო გამოსვლები ჩვენი გამოტანილი და კარგად ნახავთ, რას ემიჯნება „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ ემიჯნება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, - ამბობს ჯეჯელავა.
რამდენიმე კვირის წინ ანტიკორუფიულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს მიმართა და "აირჩიე ევროპას" ფინანსურ დოკუმენეტბზე წვდომა ითხოვა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ზეიპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა. ამის შემდეგ უკვე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპამ" გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა განაჩენის გამოცხადებამდე ანტიკორუფციულ ბიუროს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებზე წვდომა უკვე ჰქონდა. ამის მიუხედავად, რაჯდენ კუპრაშილმა გუშინ რიგით მეორე ბრიფინგი გამართა და ორგანიზაციის წევრებს ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფრომაციის მიწოდება მოსთხოვა.