გელათის სამონასტრო კომპლექსი და კულტურული მემკვიდრეობა - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდნენ
კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ოპოზიციონერ ლიდერებსა და ხელოვანებს შორის შეხვედრა გაიმართა - პოლიტიკოსებმა მოძრაობა "კულტურა დემოკრატიისთვის" წარმომადგენლებთან იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კულტურის განვითარებისთვის აპირებენ.
შეხვედრაზე კითხვები დაისვა გელათის სამონასტრო კომპლექსზე, კულტურულ მემკვიდრეობებზე, რეგიონებში თეატრების აუცილებლობაზე და იმ მიზერულ ანაზღაურებაზე, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს აქვთ.
ეს დისკუსია იყო ძალიან ცოცხალიც, მწვავეც, რთულიც, მაგრამ ალბათ, ყველასთვის კარგი გამოცდილება იყო, რომ ასეთ სიახლოვეში შეხვედროდნენ პროფესიონალებს, მოქალაქეებს და საქმიან საკითხებზე ესაუბრათ", - ამბობს სოფო კილასონია.