"ოცნება" წინასაარჩევნოდ მორჩილ პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსით "აჯილდოებს"

25.09.24 12:22
"ოცნება" წინასაარჩევნოდ მორჩილ პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსით "აჯილდოებს"

ხელისუფლებამ მორჩილ პედაგოგებს ერთგულება დაუფასა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსები გამოცდების გარეშე დაურიგა. ე.წ. დაჯილდოებულებს შორის მოწინავე რიგებშია ოზურგეთში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების„ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილიც, რომელსაც  წამყვანი მასწავლების სტატუსი და მაღალი ხელფასი, გამოცდის გარეშე, მინისტრის ბრძანებით მიანიჭეს. ეს კი მაშინ, როდესაც მისი კოლეგები ამ სტატუსის მისაღებად წლების განმავლობაში ემზადებიან.

"პირველების" კითხვას, რა განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭა გამოცდების გარეშე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, თავად მარი ჩხიკვიკვიშვილი ვერ პასუხობს. 

ჩვენ მოგვენიჭა სამინისტროს მიერ, ამაში არაფერი არ არის.. .ცდილობდა სამინისტრო, რომ წაეხალისებინა მასწავლებლები. მიმართეთ შესაბამის სამინისტროს, - ამბობს ჩხიკვიშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია ჩამოაქცია.  

ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ყველა ინსტიტუტი საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაქცია  და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები კი არ ზრუნავენ, პირდაპირ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვების განათლება იყოს ასეთი ადამიანების ხელში, რომლებიც ანგარებაზე და საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავენ, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია.  

საკითხზე ამ დრომდე ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრი დუმს, რომლის ხელმძღვანელიც "პიურველების" კამერებს ემალება და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.