დაჯარიმებაზე სასამართლოდან ოქმი არ ჩამბარებია, ანგარიშებზე ყადაღა დამადეს - ხასაია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრს, გელა ხასაიას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა, თუმცა სასამართლოდან არ მიუღია ოქმი, რომლის საფუძველზეც ჯარიმის გადახდას შეძლებდა.
გელა ხასაიას ცნობით, ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვამდე ცხელ ხაზზეც დარეკა, სადაც უთხრეს, რომ ოქმს უნდა დალოდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმას ვერ გადაიხდიდა.
რუსული კანონის გაპროტესტების დროს აქციაზე დამიჭირეს, კბილი ჩამამტვრიეს, გადამიარეს. სასამართლო ადგა და 2700 ლარით დამაჯარიმა. მთელი ეს პერიოდი ოქმი არ მომსვლია, არ ჩამბარებია.
დავრეკე ცხელ ხაზზე, არც მითხრეს სად უნდა ჩამერიცხა, მითხრეს, რომ ოქმს უნდა დავლოდებოდი და ხელი უნდა მომეწერა.
ამ წამს მოწმენდილ ცაზე ყადაღა დამადეს - ყველა ანგარიშზე. ფორმალურად მაინც გავეფრთხილებინეთ, ზარი მაინც გამოეშვათ…" - წერს გელა ხასაია.