შენობების ფასადის რეაბილიტაცია გორში - ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ემზადება

15.08.21 01:16
შენობების ფასადის რეაბილიტაცია გორში - ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ემზადება

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ქართულმა ოცნებამ" გორში შენობების ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მმართველ გუნდს რეგიონები 9 წლის შემდეგ, მოახლოებული არჩევნების წინ გაახსენდა და ინფრაქსტურის რეაბილიტაცია ხალხის ფულით დაიწყო.

გორში შენობების რეაბილიტაცია მთავრობას რამდენიმე მილიონი ლარი უჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საბაქონსტრაქშენი" ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები მრავალსართულიან კორპუსებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გადაადგილდებიან. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება წინაასარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას და თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს. 

მსგავსი სიახლეები