სპეცოპერაცია კრიმინალური სამყაროს წინაღმდეგ - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
სპეცოპერაცია კრიმინალური სამყაროს წინაღმდეგ - "ტვ პირველისთვის" გურიაში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულებს ბრალდება ოფიციალურად უკვე წარედგინათ. დაკავებულებს შორის ე.წ. ძველ ბიჭებთან ერთად, დაკავებულია ბიზნესმენი ლადო გოგინივა, ვისაც გამოძიება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტთან მიმართავს ედავება.
დაკავებულია სულ 5 პირი, დავის საგანი კი 15 ათასი ლარია, რომელიც ე.წ. შავმა სამყარომ ერთ-ერთ მშენებელს დააკისრა.
"პირველების" ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა მშენებლობის გამო დაიწყო:
ირკვევა, რომ ლადო გოგინივამ, მშენებელ მალხაზ გალდავას სასტუმროს მშენებლობა დაუკვეთა, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილო ბიზნესმენმა გალდავასგან 15 000 ლარის გადახდა მოითხოვა. საბოლოოდ, ლადო გოგინავამ გია გალდავას წინააღმდეგ საქმეში "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები, მათ შორის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გია კინწურაშვილი ჩართო, რომელიც საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება. "პირველების" ინფორმაციით, საქმეში ასევე "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანიც ფიგურირებს.
"პირველებმა" ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გია კინწურაშვილის დედა ჩაწერა - ქალი უარყოფს, რომ მისი შვილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რის გამო დაადეს მის შვილს ხელბორკილები.
არაფერი არ ვიცი, თუ რის გამო დაიჭირეს. რას ერჩიან, არაფერს არ აშავებდა. სულ აქ იყო ეზოში ბიჭებთან ერთად. კარადაში არაფერი არ უნახავთ. მორფინისტი არ არის და ხულიგანი არაა", - ამბობს ადგილობრივი.
რაც შეეხებათ ბრალდებულებს, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დაკავებული სამი პირის ადვოკატი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ვიდეომასალაში თავად არ ჩანან.
"ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის" ფაქტზე დაკავებული ორი პირის ადვოკატის ცნობით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის ქმედებები, რაც მათ ჩაიდინეს, დანაშაული არ არის.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ფინანსური დავა წარმოიშვა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით "ქურდული სამყაროს" წევრებს და "კრიმინალურ ავტორიტეტებს" მიმართეს. ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე კი, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს.