შესაძლოა, ეს იყოს დაშინების მცდელობა - ეკა მიშველაძე სახლის გაქურდვაზე

15.08.21 05:37
შესაძლოა, ეს იყოს დაშინების მცდელობა - ეკა მიშველაძე სახლის გაქურდვაზე

ტვ პირველის ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სახლის გაქურდვა დაშინების მცდელობა იყოს. "პოლიტიკური პარასკევის" წამყვანი ასევე, ფიქრობს, რომ მომხდარი შესაძლოა მის ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდებოდეს.

ამ სახლში ვცხოვრობთ ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად, რომლებიც აგარაკზე არიან. მე მოვდივარ ხოლმე, რომ ყვავილებს წყალი დავუსხა, თუ რამე სჭირდებათ ავიღო და ა.შ. გასაღები რომ გავუყარე საკეტს კარი შეიღო, ანუ მოხურული იყო და დავინახე, რომ კარადა ღიაა. მივხვდი, რომ მძარცველი იყო შემოსული, ან მძარცველები, დავურეკე პოლიციას, ძალიან მალე მოვიდა პოლიცია. ვიზუალურად თვალი რასაც მოვავლე არაფერი წაღებული არ არის. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, ძალიან ბევრ კითხვას მიჩენს, ძალიან ბევრ ეჭვს მიჩენს და პირველ რიგში, ეჭვი მაქვს იმაზეც, რომ შესაძლოა, ეს იყოს დაშინების მცდელობაც. ეს არის ჩემი ფაქტობრივი მისამართი, მაგრამ მე სხვაგან ვცხოვრობ. არ ვიცი, შესაძლოა, ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებსაც უკავშირდებოდეს, - ამბობს ჟურნალისტი. 

ჟურნალისტი და  ტელეწამყვანი ეკატერინე მიშველაძე დღეს გაქურდეს. როგორც თავად ამბობს, სახლიდან არაფერია წაღებული.