მცხეთის მუნიციპალიტეტი დაავადებების გავრცელების რისკის ქვეშ - მოკლული ცხოველების ნარჩენები მდინარე ქსანში ჩაედინება

25.09.24 20:41
მცხეთის მუნიციპალიტეტი დაავადებების გავრცელების რისკის ქვეშ - მოკლული ცხოველების ნარჩენები მდინარე ქსანში ჩაედინება

მცხეთის მუნიციპალიტეტი ჯილეხისა და სხვა დაავადებების გავრცელების რისკის ქვეშ - მოკლული ცხოველების ნარჩენები მდინარე ქსანში. სოფელ ციხისძირში აღმოჩენილია სასაკლაო, სადაც ყოველ დღე ათობით ცხოველი იკვლება. შემდეგ კი   პრაქტიკულად სისხლის მდინარეები ქსანში ჩაედინება. ციხისძირი და მიმდებარე სოფლებიც დიდი საფრთხის წინაშე დგანან.

ადგილზე მისულმა სახალხო კონტროლის წარმომადგენლებმა გადაიღეს უმძიმესი კადრები. ირკვევა, რომ სასაკლაოს მფლობელმა რამაზ მუხტაროვმა ეზოში მოწყობილ ფერმას კუსტარულად მიაერთა მილი და ნარჩენებს სწორედ მისი გავლით უშვებს მდინარეში. მაკონტროლებლებს სავარაუდო დანაშაულის ადგილზე კარი არ  გაუღეს. "პირველებთან" კი თავად მუხტაროვებმა დაადასტურეს, რომ კანონს არღვევენ, მაგრამ მაინც თავის მართლებას ცდილობენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.