ეკატერინე მიშველაძის სახლში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

15.08.21 06:24
ეკატერინე მიშველაძის სახლში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ტვ პირველის ჟურნალისტის ეკატერინე მიშველაძის სახლში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე 3 საათია მიმდინარეობს. ირკვევა, რომ სახლიდან კომპიუტერული ტექნიკაა წაღებული. ეს გარემოება ჟურნალისტს უმყარებს ეჭვს, რომ ვიღაც მის დაშნებას და პირადი ინფორმაცისს მოპოვებას ცდილობს. 

ჯერჯერობით ჩვენ მაინც ვერ მოვახეხეთ, ოჯახის წევრებმა, ბინის ბოლომდე დათვალიერება, იმიტომ, რომ უკვე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ ბინაში, მაგრამ ერთი შეხედვით რაც აღმოვაჩინეთ ორი ლეპტოპი არ არის სახლში. ძალიან სასაცილოა, ვინც წაიღო ალბათ არ იცის, რომ ამ ლეპტოპებს დიდი ხანია, ჩემი შილების ლეპტოპებია, არ ხმარობენ, თან ალბათ ისიც არ იციან,რ ომ მე ამ სახლში არ ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია. ჩემსას ვერაფერს ნახავენ. კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, - ამბობს მიშველაძე. 

ჟურნალისტი ეკა მიშველაძის სახლი დღეს გაქურდეს.