"ჩვენი დუმილი საზარელი იქნება" - გიზო ჟორდანიას შვილმა, საღამოზე, რომელსაც წულუკიანიც ესწრებოდა, ცენზურაზე ილაპარაკა
"ჩვენი დუმილი საზარელი და ძალიან ხმამაღალი იქნება" - რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა და რომელსაც თეა წულუკიანიც ესწრებოდა, გიზო ჟორდანიას შვილმა, ასევე რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ ცენზურაზე ილაპარაკა.
ირინა ჟორდანიამ ის საფრთხეები აღნიშნა, რაც ხელისუფლებისგან და საკანონმდებლო ორგანოდან სიტყვის, აზრისა და შემოქმედებით თავისუფლების ემუქრება.
„როდესაც ჩვენ დღეს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გვესმის, რომ თურმე შესაძლებელია ფილმებიდან ამოიჭრას სცენები, მე მჯერა თეატრისა და კინოს ინსტიტუტის, მე მჯერა თითოეული თქვენგანის, ჩემი თავის და მისი [გიზო ჟორდანიას] მოწაფეებისა და კოლეგების, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით თავისუფალი სიტყვის, აზრის, თავისუფლად გამოხატვის სადარაჯოზე. ბოდიში ამ კადნიერებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი დუმილი იქნება საზარელი და ძალიან ხმამაღალი“, — მიმართა სცენიდან ირინე ჟორდანიამ საზოგადოებას.
ირინე ჟორდანიას სიტყვებს დარბაზში ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.