ექსკლუზიური კადრები: პოლიციელს, რომელიც ოჯახის მტკიცებით, გომელაურის სიძის გაჩერების გამო სჯიან, საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ

26.09.24 14:01
ექსკლუზიური კადრები: პოლიციელს, რომელიც ოჯახის მტკიცებით, გომელაურის სიძის გაჩერების გამო სჯიან, საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტერორი ციხეში - "პირველების" ხელშია ჩანაწერები რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს პატიმარ ანდრია სიხარულიძეს მეორე პატიმარი. 

ანდრია სიხარულიძე ის პოლიციალიელია, რომელიც ოჯახის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სიძის გაჩერების გამო დააკავეს. 

ვიდეოჩანაწერში  ჩანს, რომ მხარეებს შორის საუბარიც კი არ შედგარა, რაც შეიძლებოდა დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო. კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩხუბი უცნობმა პატიმარმა წამოიწყო, თუმცა დაკავებული პოლიციელის ოჯახის მტკიცებით, საბოლოოდ, ანდრია სიხარულიძე დასაჯეს: ამ ჩანაწერიდან, რომელიც 8 იანვრით თარიღდება, უკვე ერთი წელია გასული. ყოფილი სამართალდამცველი კი დღემდე სამარტოო საკანშია მოქცეული.

ახლა დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის ოჯახს აქვს კითხვა, პატიმარს, რომელიც ყოფილ პოლიციელს არც კი იცნობდა, ჰქონდა თუ არა ვინმესგან დავალება მიცემული?

"პირველების" ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი, უკვე მეოთხე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სიხარულძე დაკავების შემდეგ რამდენჯერმე სცემეს.  ოჯახი ამბობს, ყოფილი პოლიციელი პირადად ვახტანგ გომელაურის შურისძიების მსხვერპლია.

ამხელა საქმე გახმაურდა. პირდაპირ გომელაურის პასუხისმგებლობაა და უნდა, რომ ეს საქმე რამენაირად ჩაიფარცხოს. ყველგან გავლენა აქვს. მე სადაც მივედი, ყველგან სისტემა არის ჩაკეტილი. შს მინისტრი დღეს იმხელა დანაშაულს და იმხელა მფარველობას აკეთებს თავის სიძეზე, რომ ჩემი შვილი მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ გადარჩება არ გადარჩება არ ვიცი. ამათამა წამლებმა მომკლანო, დავიწყებ შიმშილობასო", - ამბობს დაკავებულის მამა.

ახლობლები და სამართალდამცველი ახლა პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ანდრია სიხარულიძე რამდენიმე თვის წინ კლინიკა "ვივა მედში" იყო გადაყვანილი, მას გადაუღეს ტომოგრაფია, თუმცა დოკუმენტები კლინიკიდან გაქრა.

"პირველების" ხელშია ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ოჯახს გადასცეს, სადაც ექიმი წერს, რომ ვირუსის გამო, რომელიც კომპიუტერში იყო, მხოლოდ და მხოლოდ ანდრია სიხარულიძის კვლევის შედეგები არის წაშლილი. ეს გარემოებები ოჯახს და ადვოკატს აფიქრებინებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს პენიტენციური განზრახ მალავს. 

დღემდე არავინ არ იცის, სრულიად უცნობი ადამიანი რატომ მივიდა და რატომ დაარტყა ანდია სიხარულიძეს. ჰოი საოცრებავ და იმ ადამიანს სასჯელი კი არ დაუმატეს, არამედ დაუმატეს. სისტემა ანდრია სიხარულიძეს სჯის იმით, რომ არ უტარებს მკურნალობას. ის ბადრაგის სამსახურმა სცემა. ერთ საათში მოვითხოვე კამერების ამოღება, სადაც დადგინდებოდა სიხარულიძის ცემის ფაქტი და "ვივა მედმა" და გამოძებამ 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიპასუხა და ჩანაწერები ჭაიშალა. გვიყალბებენ ფორმა ასებს, კაცს ტვინში აქვს სისხლჩაქცევა და თვალზე მკურნალობენ. ექიმმა ყოველგვარი დიაგნოზის გარეშე ფსიქოტროპული პრეპარატები დაუნიშნა, რომელიმაც ჩვეულებრივად დაანგრია ამ ადამიანის ჯანმრთელობა", - აბობს ადვოკატი. 

ანდრია სიხარულიძის საქმეზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გავიდა. 

ყოფილი პოლიციელი, უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11-წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.  

სიხარულიძის ჩვენებების მიუხედავად, რომელიც ზობა მიხანაშვილს ამხელს, ამ დრომდე გამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ არის.