საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თბილისის დროით 05:44 საათზე ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევა თბილისშიც იგრძნობოდა.
7 წუთში, 05:51 საათზე, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრაც დაფიქსირდა.
23:42 საათზე იმავე სოფელში 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, 03:19-ზე კი - 4.1 მაგნიტუდის სიდიდის.
ამ რეგოონში ბოლო დღეებში 20-მდე მიწისძვრა მოხდა.