ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - პროტესტის ახალმა ტალღამ აზარტული თამაშების კომპანიაში იფეთქა

26.09.24 16:07
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - პროტესტის ახალმა ტალღამ აზარტული თამაშების კომპანიაში იფეთქა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - პროტესტის ახალმა ტალღამ აზარტული თამაშების კომპანიაში იფეთქა. კაზინო "შანგრილაში" დასაქმებული 400-მდე თანამშრომელი ანაზღაურებას ითხოვს.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ 23 სექტემბერს, სამუშაო პროცესის დროს მიიღეს შეტყობინება, რომ მენეჯმენტმა კადრები დაითხოვა და მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელებს შორის შეუთანხმებლობა დაუსახელეს.

პროტესტის მონაწილეები"პირველებთან" საუბრის დროს აცხადებენ, რომ უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის არც სექტემბრის ხელფასი მიუციათ და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციები გადაუციათ.

კაზინო "შანგრილას" შენობაში შეკრებილ დემონსტრანტებთან კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, 88%-იანი წილის მფლობელიც მივიდა, რომელმაც პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ თავად კომპანიის ფიქტიური მფლობელი იყო და ამ პროცესებში ერთ-ერთი დაზარალებულია. 

აქცისი მონაწილეები "პირველების" კორესპონდენტს უყვებიან, კომპანიის რეალური მფლობელები ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეებისთვის გადასახდელი ხელფასები მიითვისეს.

სამსახურის გარეშე დარჩენილი პირები ახლა საქმეზე გამოძიების დაწყებასა და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.