დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა და გადაზიდვა - დაკავებულია 2 პირი
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე 2 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ის და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა - 2 460 ლარის ოდენობით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.