გომელაურის სიძის სკანდალი - "პირველების" ხელშია ციხის კამერების ჩანაწერები, სადაც ყოფილ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან

26.09.24 20:34
გომელაურის სიძის სკანდალი - "პირველების" ხელშია ციხის კამერების ჩანაწერები, სადაც ყოფილ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან

სამაგალითოდ დასჯილი პოლიციელი - გომელაურის სიძის გაჩერება პატრულ ინსპექტორს 7-წლიანი პატიმრობა დაუჯდა. თუმცა ანგარიშსწორება ანდრია სიხარულიძეზე ციხეში გრძელდება. "პირველების" ხელშია ციხის შიდა კამერების ჩანაწერები, სადაც მსჯავრდებულები ყოფილ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან. ოჯახი ირწმუნება, რომ პატიმარს ბადრაგის  და გენინსპექციის თანამშრომლებიც სცემდნენ.

სიხარულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შერყეულია. თუმცა მტკიცებულებები გამქრალია ციხიდანაც და იმ კლინიკიდანაც, სადაც მსჯავრდებული გამოკვლევებს იტარებდა. "ვივა მედის" მიერ შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ კომპიუტერი ვირუსმა დააზიანა და მხოლოდ სიხარულიძის კვლევის შედეგები წაიშალა. ყოფილმა პოლიციელმა 4 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.