პარლამენტის წინ მედიკოსთა ჯგუფი მივიდა - შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

26.09.24 20:15
პარლამენტის წინ მედიკოსთა ჯგუფი მივიდა - შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ამ წუთებში პარლამენტის წინ მედიკოსთა ჯგუფი მივიდა - შიმშილობის 26-ე დღეს შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.

პროტესტის ავანგარში მყოფ პირებს ექიმების დახმარება სჭირდებათ. მანამდე კი სოლიდარობის მიზნით მათთან მოქალაქეები მივიდნენ.

ხელისუფლებისგან მიტოვებული დემონსტრანტები დახმარებას და "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციას ამ დრომდე ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. მთავრობიდანარავინ მათი ხმა არ შეისმინა.

კობახიძე რომ გამოდის, მსურს, ვუთხრა ასეთი რაღაც. როცა ამბობს, რომ ჩვენ, სახელმწიფო არაფერ შუაში არ ვართ და ეს უნდა მოგვარდეს კომპანიასა და ხალხს შორისო, მათ შორის რომ ვერ გვარდება ეს, სწორედ ამიტომ მოვედით აქ, სახელმწიფოსთან და ამიტომ ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს სახელმწიფო არ არის, აღარ არის.

ყველაფერი წაგვართვეს - სახლი, სასაფლაო, ტაძარი. ჩვენ არ ვართ ქართველები და არ ვართ საქართველოს მოქალაქეები?", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 

კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.