PosTV-მ "ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების სოც.ქსელში რეკლამირებისთვის 15,000 დოლარი გადაიხადა - ფლანგვის დეტექტორი
ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება “პოსტივიმ“ სხვადასხვა წყაროებიდან ₾3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო.
მათივე ინფორმაციით, აქედან $15,000 მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებების სოციალურ ქსელში დარეკლამირებაში გადაიხადა.
2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება პოსტივიმ სხვადასხვა წყაროებიდან ₾3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო.
ამასთან, არასრულ ერთ თვეში პოსტივიმ $15,000 გადაიხადა მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებების სოციალურ ქსელში დარეკლამირებაში.
ტელეკომპანია PosTV-ის საკონტროლო პაკეტს ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
“გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციები გაუმჭვირვალეა, რის გამოც ოთხჯერ დაჯარიმდა, თუმცა იგი მაინც არ უთითებს სრულ ინფორმაციას ქონების შესახებ“, - წერს ფლანგვის დეტექტორი.