შუქრუთელები 1 ოქტომბერს ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

26.09.24 23:59
შუქრუთელები 1 ოქტომბერს ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართა - მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პირდაპირი ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მსველობით გაემართნენ.

შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევენ.

ასევე დაანონსდა 1 ოქტომბერს მსვლელობა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე.

ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 

კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.