"ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს" - სიმონ ჯანაშია "ოცნების" ტერორზე საუბრობს
ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათლების ექსპერტმა და საარჩევნო სუბიექტის "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში სიმონ ჯანაშია "ოცნების" ტერორზე საუბორბს და ამბობს, რომ უნივერსიტეტს რუსული კანონის გაპროტესტების გამო სჯიან.
მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას არჩევნების მოსაგებად ცდილობს.
"ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების სფერო. ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამიტომ არის განსაკუთრებით საგანგაშო. ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს." - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.