ფორმალურად არის გადმოყრილი რაღაცები, ძალიან ბევრი კითხვა, ეჭვი და ვარაუდი მაქვს - მიშველაძე გამოკითხვაზე მივიდა

16.08.21 11:06
ფორმალურად არის გადმოყრილი რაღაცები, ძალიან ბევრი კითხვა, ეჭვი და ვარაუდი მაქვს - მიშველაძე გამოკითხვაზე მივიდა

ტვ პირველის ჟურნალისტი, ეკა მიშველაძე, არ გამორიცხავს, რომ მისი სახლის გაქურდვა დაშინების მცდელობა იყოს. ჟურნალისტს ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს რამდენიმე გარემოება აძლევს. მისი თქმით, წაღებულია მხოლოდ 2 ლეპტოპი, კარადები კი ფორმალურად არის გამოღებული. 

ჟურნალისტი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითვაზე იმყოფება. 

სახლში იყო გარკვეული ნივთები და სამკაულები, რომელიც მძარცველს შეეძლო, წაეღო. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ფორმალურად არის გადმოყრილი რაღაცები. წაღებულია მხოლოდ 2 ლეპტოპი. ძალიან ბევრი კითხვა, ეჭვი და ვარაუდი მაქვს, იქიდან გამომდიბარე, რაც სახლში ვნახე და იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ბოლო დროს ჩვენს, ჟურნალისტების, თავს ხდება. შესაძლოა, მომხდარი დაშინების, გაჩუმების მცდელობა იყოს. ეს მინიშნება ძალიან უსუსური და ამაზრზენი იქნება"- განაცხადა მიშველაძემ. 

დანაშაული დოლიძის ქუჩის 28 -ა ნომერში გუშინ მოხდა. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. სავარაუდოდ, რამდენიმე პირი სახლში, სადაც მიშველაძის შვილი ჩვილთან ერთად ცხოვრობს, იმ დროს შევიდა, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა.