ბათუმში კაცი დაჭრეს
ბათუმში კაცი დაჭრეს - "პირველების" ინფორმაციით, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ საპარკინგე სივრცეში დაწყებული ჩხუბი უძღოდა.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, 1962 წელს დაბადებულმა კაცმა 1984 წელს დაბადებულ პირს ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს,