ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

16.08.21 11:24
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები  დახმარებას ითხოვენ

ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს 22 -ვე მოქალაქე ყოფილი  სამხედროა. სიცოცხლისთვის საშიშ ტერიტორიაზე ყოფნამდე მათ საჯაროდ საუბარი უჭირთ.

ჯერ კიდევ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ კომუნიკაცია აქვთ  უკრაინულ მხარესთან, რათა   საქართველოს მოქალაქეები ევაკუაცია მათი საჰაერო ბორტით მომხდარიყო. ამის მიუხედავად,   უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც წერია, რომ ქაბულის აეროპორტიდან გაიყვანეს უკრაინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 80-მდე მოქალაქე,  საქართველო ნახსენები საერთოდ არ არის. 

ვითარება ავღანეთში ამ დრომდე მძიმეა. მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას სასწრაფო წესით ცდილობენ. მთელ ქვეყანაში ქაოსია, დაკეტილია მაღაზიები და სხვა დაწესებულებები.