"ჩამოშორდნენ არაკვალიფიციური კადრები მუზეუმს" - ხელოვანების მიმართვა პარლამენტს

16.08.21 11:58
"ჩამოშორდნენ არაკვალიფიციური კადრები მუზეუმს" -  ხელოვანების მიმართვა პარლამენტს

კულტურის სფეროს წარმომადგნლები ეროვნული მუზეუმისთვის და ოქროს ფონდისთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ სპეციალური პეტიცია შექმნეს, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ. ხელოვანები საკანონმდებლო ორგანოს მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისკენ მოწოდებენ და ასევე,  კულტურის მინისტრს უკანონო გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. 

საინიციატივო ჯუფის მიერ შემუშავებულ ტექსტში წერია, რომ კულტურის სამინისტრო ვალდებულია, წარმოადგინოს კონკრეტული საევაკუაციო გეგმა, როგორ აპირებს ოქროს ფონდის დროებით განთავსებას ისე, რომ ექსპონატები არ დაზიანდეს.

„ჩამოშორდნენ არაკვალიფიციური კადრები მუზეუმს და შეულახავი რეპუტაციის მქონე სპეციალისტებმა უზრუნველყონ ხელოვნების მუზეუმის რესტავრაციის პროექტრის შესრულება,- წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ  ტექსტში.  

ხელოვანებს აინტერესებთ, რა კვლევას ეყრდნობა ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება. 


 

მსგავსი სიახლეები