სანქციების შედეგი ქართულ ბიზნესზე - კომპანიების აქციები საფონდო ბირჟაზე ელვის სისწრაფით უფასურდება

27.09.24 17:01
სანქციების შედეგი ქართულ ბიზნესზე - კომპანიების აქციები საფონდო ბირჟაზე ელვის სისწრაფით უფასურდება

სანქციების შედეგი ქართულ ბიზნესზე - ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები ელვის სისწრაფით უფასურდება.

სახეზეა საშუალოდ 16 პროცენტიანი გაუარესებაა და მილიარდობით ზარალი. ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც რუსული კანონის მიღებისს პერიოდში.

პარლამენტის დეპუტატ, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად რეზერვებიდან დამატებით ათეულობით მილიონი დოლარიი გაყიდა.

ბიძინა ივანიშვილმა ივლისში შვეიცარიულ ბანკს სინგაპურის სასამართლოში დავა მოუგო, მაგრამ ამ ამბავს მალავს. იმიტომ არ ამჟღავნებს, რომ გლობალური ომის პარტიის მითი იმსხვრევა. თუ ყველაფერს აკონტროლებს ამერიკა და ევროკავშირი, ეს სინგაპური რაღა გახდა?:))

ივნიშვილის პიარშიკებს რჩევას ვაძლევ, რომ თქვან: “გლობალური ომის პარტიამ უკან დაიხია”! აქ უკვე ბიძინა გამოდის სუპერმენი ანუ ზეკაცი, როგორ მისი დიდი მასწავლებელი, ნიცშე იტყოდა“,-დაწერა გოცირიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნიდს პოზიციას - ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, “საგანგაშო არაფერია, რადგან ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქვს მიმდინარე წელს, სავალუტო რეზერვები შევსებული, ვიდრე დახარჯული.“

ასეთი რამ არ არსებობს. იცით, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე, ამიტომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება. ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში, როგორც ყიდის სავალუტო რეზერვებს, ისე ყიდულობს, და ივსებს რეზერვებს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. ამ შემთხვევაშიც, არაორდინალური არაფერია, ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქვს, მიმდინარე წელს, სავალუტო რეზერვები შევსებული, ვიდრე დახარჯული, პოზიტიური ბალანსი გვაქვს, ასე რომ, აქ საგანგაშო არაფერია“, - განაცხადა დავითაშვილმა.