ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

16.08.21 11:59
ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

უკრაინის შს მინისტრის, დმიტრო კულებას, ინფორმაციით, ქაბულიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები გაიყვანეს, თუმცა კულებას გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინამ თავისი თვითმფრინავით ქაბულის აეროპორტიდან უკრაინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 80-მდე მოქალაქე გაიყვანა.

ავღანეთში უკრაინის თვითმფრინავებმა ქაბულიდან, უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსისა და ავღანეთის მოქალაქეები გაიყვანა. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს და ვეხმარებით სხვებს. მოთხოვნის შემთხვევაში  ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელი იქნება და დავეხმარებით უკრაინელებს და უცხოელებს",-წერს დმიტრო კულება.

ავღანეთში ჩარჩენილი საქართელოს 22 მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს 22 -ვე მოქალაქე ყოფილი  სამხედროა. სიცოცხლისთვის საშიშ ტერიტორიაზე ყოფნამდე მათ საჯაროდ საუბარი უჭირთ. 

 

მსგავსი სიახლეები