რუსული კანონის შედეგი - ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება
რუსული კანონის და სანქციების შედეგი ქართულმა ბიზნესმა უკვე იგრძნო. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს და თიბისი ბანკების აქციების ფასი ბოლო ერთი თვეა ეცემა. თუ გადავხედავთ კლების დინამაკას, ვნახავთ, რომ აქციები ერთ თვეში 16 %-ით გაუფასურდა.
ლარი უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა მილიონობით რეზერვი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნათია თურნავას უწყება მალავს. ფინანსიტები ამბობენ, რომ თურნავა და ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეები არიან. ხელისუფლებას ახლა არ აწყობს, კრიზისი აღიაროს და ამიტომ ყველაფრის ფასად ცდილობს, ვალუტის კურსი დაასტაბილუროს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.