"დავიღალეთ ამის მოვლით, გადაწყვეტილება დირექტორთან შეთანხმებულია" - კლინიკა "ბაუდან" ექიმებმა პაციენტი ქუჩაში გააგდეს

27.09.24 23:31
"დავიღალეთ ამის მოვლით, გადაწყვეტილება დირექტორთან შეთანხმებულია" - კლინიკა "ბაუდან" ექიმებმა პაციენტი ქუჩაში გააგდეს

ბათუმში, კლინიკა "ბაუდან" ექიმებმა პაციენტი ეტლით გამოიყვანეს და ქუჩაში დააგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Adjaratimes ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფაქტს თვითმხილველები ჰყავდა, რომლებმაც ექიმების გადაწყვეტილება არ გაიზიარეს და პროტესტი გამოხატეს. 

Adjaratimes იუწყება, რომ მედიკოსმა შემთხვევის ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა, რომ პაციენტის ქუჩაში გაგდება კლინიკის დირექტორთან შეთანხმებული გადაწყვეტილება იყო.

დავიღალეთ ამის მოვლით, არაჰიგიენური ადამიანია და სხვა პაციენტებს აწუხებს. ქუჩაში გაგდება დირექტორთან შეთანხმებულია", – განუცხადა ექიმმა შემთხვევის ადგილზე შეკრებილებს.

როგორც Adjaratimes კლინიკა "ბაუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ქუჩაში "ბომჟი" გააგდეს.