დაჭრილი 25 წლამდე ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა - საბურთალოზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

28.09.24 11:04
დაჭრილი 25 წლამდე ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა - საბურთალოზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

 

სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

"პირველების" ინფრომაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. 

დაპირისპირება მამაკაცებს შორის საბურთალოზე გვიან ღამით მოხდა. როგორ "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან დაპირისპირება ორ დაჯგუფებას შორის მოხდა, დაჭრას კი წინ ჩხუბი და შელაპარაკება უძღოდა. მათივე თქმით, ათამდე ადამიანი ერთ მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და მას სასიკვდილო  ჭრილობები დანით, გულის არეში მიაყენეს. 

''ორი დაჯგუფება ყოფილა და გარჩევა ჰქონიათ. მოწმე ვარ, ვიყურებოდი ფანჯრიდან. ორი ჭრილობა მიუყენებიათ იმ ბიჭისთვის, ერთი ძალიან რთულ ადგილას და დღეს გავიგე, რომ გარდაცვლილა", - ამბობს ადგილობრივი. 

ახალგაზრდა გუშინ გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.