გატაცებები, უკანონო ბორდერიზაცია და შიში - მცოცავი ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გატაცებები, უკანონო ბორდერიზაცია და შიში - 27 სექტემბერს, თბილისში, მცოცავი ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
დავით ქაცარავას ავტორობით შექმნილი ნამუშევარი იმ მძიმე რეალობას ეძღვნება, რომელში ცხოვრებაც საოკუპაციო ხაზთან მყოფ ადამიანების უწევთ.
დავით ქაცარავას თქმით, ნამუშევრით სრულიად ინგრევა ხელისუფლების პროპაგანდა, რომ თითქოს, რუსული აგრესია გაყინულია და საფრთხეს აკონტროლებენ.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ ჩვენი მოქმედებები პატრულირება ვახორციელეთ და ვახორციელებთ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში და გადავწყვიტეთ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის პრობლემები, რაც არსებობს ოკუპაციის ხაზთან. როდესაც ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ თურმე ეს არის გაყინული კონფლიქტი და ამ პერიოდში არ განხორციელებულა და ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია რუსეთს. ჩვენ ამის საპირწონედ ვდებთ ამ ფილმს'',- ამბობს დავით ქაცარავა.
ფილმის ჩვენებას პარტია ''ჩვენის'' ლიდერები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.