"იგრძნო, რომ გემი იძირებოდა და ვირთხის პოზიციაში ყოფნა აღარ უღირდა" - განათლების ექსპერტები ამილახვრის გადადგომაზე
განათლების სფეროს ექსპერტები გიორგი ამილახვრის ერთ-წლიანი მინისტრობის პერიოდს უარყოფითად აფასებენ და განათლების ყოფილ მინისტრს რეფორმების ჩაგდებაში ადანაშაულებენ.
პედაგოგი დავით ფერაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ამილახვარმა მოღვაწეობის დროს ბევრი ცუდი საქმე გააკეთა, რამაც განათლების სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა.
დავით ფერაძე დარწმუნებულია, რომ თანამდებობიდან გიორგი ამილახვრის გადადგომა ერთადერთ მიზეზს - არჩევნებში "ქართული ოცნების" წაგებას უკავშირდება.
"მას არ უღირდა ერთგვარი ვირთხის პოზიცია. იგრძნო, რომ იძირება მათი გემი და ამ სიტუაციაში მას აღარ უღირდა იმაზე მეტი ცუდი ეკეთებინა, ვიდრე აკეთა" - ამბობს პედაგოგი.
საცოდავის, შეწირულის როლში არ მინდა გამოვიყვანო გიორგი ამილახვარი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი ცუდი აკეთა ''ქართული ოცნების'' გადასარჩენად. ბევრი და ცუდი, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი ''ოცნებისთვის''. რეფორმები, ჩაეშალა ნებისმიერი რამ, ხელფასის ზრდამაც კი უკმაყოფილება გამოიწია, რომელიც პიარად უნდა მონათლულიყო. არ გამოდგა სათანადო საარჩევნო გიგანტი ამ სისტემაში, რომელსაც დაერაზმა ''ოცნების'' სასარგებლოდ მთელი საგანმანათლებლო სისტემა. არავის არ გადაუყენებია, როგორც ჩანს. ბოლოს მას მეტი დაავალეს, მეტი მოთხოვს და მას არ უღირდა ერთგვარი ვირთხის პოზიცია, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. იგრძნო, რომ იძირება ამათი გემი და ამ სიტუაციაში მას აღარ უღირდა იმაზე,მეტი ცუდი ეკეთებინა, ვიდრე აკეთა", - ამბობს დავით ფერაძე.
კოალიცია "ცვლილებების" წევრი, ნინო კვიტაიშვილი კი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად განათლების ყოფილი მინისტრის მიერ სკოლის დირექტორების კონკურსის დაწყებისა, ამილახვარმა პროცესი ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა.
განსაკუთრებით, დასამახსოვრებელი რაც იყო, იყო უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები, რომელიც უკავშირდებოდა მაგალითად სოსიაშვილის სახელმძღვანელოს, მაგალითად ილიაუნის წინააღმდეგ გამორთულ ბრძოლას, მაგალითად პროფესორ-მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ მინისტრმა ამილახვარმა, იმის მიუხედავად, რომ დაიწყო სკოლის დირექტორების კონკურსი, ის ბოლომდე ვერ მიიყვანა და სუს-ის სასურველი კადრით სკოლის დირექტორები ჯერ არ არის ჩანაცვლებული", - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.