სავარაუდო ზეწოლა წინასაარჩევნოდ - ოპოზიცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

28.09.24 17:21
სავარაუდო ზეწოლა წინასაარჩევნოდ - ოპოზიცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

სავარაუდო ზეწოლა წინასაარჩევნოდ - ცესკოს წევრი ოპოზიციიდან ამბობს, რომ მისი სახელით საოლქო კომისიის წევრებს ურეკავენ და უკანონო დავალებებს აძლევენ. ანა კობახიძე ამტკიცებს, რომ სატელეფონო ტერორის მეშვეობით, ანონიმური პირები დავალებებს იძლევიან, რომ ცესკოს სხდომაზე ჩხუბი და ხმაური უსაფუძვლოდ ატყდეს.

ვინ დგას ანონომური ზარების უკან? - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელს რჩება განცდა, რომ ეს არის  წინასაარჩევნო მანიპულაცია, რომელსაც შესაძლოა, "ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. 

ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რაც დაწყებული იყო აქციების დროს. ზუსტად იგივე ნომრებით არის დარეკილი, ჩემს კომისიის წევრებთან, რასაც მაშინ იყენებოდნენ ამ ქოლ-ცენტრების ნომრები არის გამოყენებული. შესაბამისად არის ერთი ხაზი, ერთი ხელწერა და დაშინების ერთი სტილი, რომელსაც აკეთებს სუსი - დავალება, რომელიც არ ემსახურება კანონის დაცვას, ასეთ დავალებას, რომ ჩემგან არ მიიღებდნენ და ჩემი სახელით ადამიანი არ დაუკავშირდებოდა მათ, მიხვდენ და არ შეასრულეს", - ამბობს ანა კობახიძე.

საოლქო კომისიის წევრები "პირველებთან" ადასტურებენ, რომ მსგავს ზარებს და დავალებებს უცნობი პირებისგან მართლაც ჰქონდა ადგილი. 

თავიდან ანას სახელით რომ რეკავდნენ, ეჭვი შემეპარა. თან ტონი ჰქონდა ძალიან ისეთი, არასერიოზული და დავალებების გაცემა რომ დაიწყო, რავიცი 25 წელია ვმუშაობ ამ სფეროში. ყვირილი ატეხეო ასეთი, რაღაცა მითხრა", - ამბობს ხარაგაულის 48-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ქეთევან გიორგაძე. 

ჩაწერა მიდიოდა, მეც შევყევი ისეთ ნაირად, ვუთხარი, როგორც საჭიროა ისე მივყვებით დღის წესრიგს მეთქი, მაგრამ მერე რომ გადაუვიდა რაღაც ცინიზმში, მეც მივხდი, რომ არ იყო ეს ნამდვილი ზარი", - ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, იამზე კობესაძე. 

ცესკოს თავმჯომარე, გიორგი კალანდარიშვილი კი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხით პირადად დაინტერესდა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომებს მიიღებს. 

მე, პირადად დავინტერესდი ამ საკითხით, მას ვესაუბრე, გვქონდა ჩვენ ინფორმაციის მიმოცვლა და ასევე დავუდასტურე მზაობა იმის შესახებ, რომ თუ ჩართულობა არის საჭირო, ჩვენ მივიღებდით სათანადო ზომებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ მიმოვცვალეთ ინფორმაცია და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, კომპანიის ფარგლებში მივიღოთ საჭირო ზომები", - ამბობს კალანდარიშვილი.