ქარელში მომხდარი გახმაურებული დანაშაულის უთქმელი დეტალები

28.09.24 22:46
ქარელში მომხდარი გახმაურებული დანაშაულის უთქმელი დეტალები

"შაბათის ეთერმა ქარელში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია - საუბარია სოფელ ზღუდერში 1 სექტემბერს მომხდარ შემზარავ ფაქტზე, როცა 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი წამებით მდინარის პირას მოკლეს. 

  • გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა კაცი, ჯერ გათიშეს, ხელები თოკით შეუკრეს და შემდეგ -  ჯგუფურად, სიკვდილამდე სცემეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი მეზობლები : ემზარ და ელგუჯა მედოშვილები დააკავა. ბრალდებულებიდან ერთი პენსიონერია -მეორე კი ყოფილი მასწავლებელი. 

„შაბათის ეთერთან"  პირველ ინტერვიუში გარდაცვლილის  დედა ამბობს, რომ შვილს სიკვდილამდე 1 საათით ადრე ელაპარაკა.

საბედისწერო სუფრა, სადაც , 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი ცოცხალი მეზობლის სუფრაზე ნახეს,  შორის იყო მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი მასწავლებელი და სასტიკად მოკლული ნიკა ღვინაიშვილიც. 

სწორედ ამ სახლში, სუფრაზე დაწყებული  კონფლიქტი დაასახელა მკვლელობაში  ბრალდებულმა ყოფილმა მასწავლებელმა სასტიკი  მკვლელობის მოტივად. ემზარ მედოშვილი მოსამართლეს უხსნიდა, რომ  ნიკა ღვინიაშვილთან სიტყვიერი შელაპარაკება მაშინ მოუვიდა, როდესაც ის  სადღეგრძელოს ამბობდა, 28 წლის ბიჭი კი მას დასცინოდა. 

ბრალდებულის ამ  ვერსიას „შაბათის ეთერთან „ პირველ ინტერვიუში  თიბილოვები კატეგორიულად გამორიცხავენ.  ამტკიცებენ, რომ ყოფილ მასწავლებელს და მოკლულს შორის კონფლიქტი სუფრაზე არ  მომხდარა. თუმცა ოჯახი გვიდასტურებს, რომ სუფრა ნიკა ღვინიაშვილმა მალევე დატოვა,  მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში ოჯახს დაემშვიდობა მკვლელობაში  ბრალდებული ემზარ მედოშვილიც.  

ამ დამშვიდებიდან რამდენიმე წუთში  სოფელი  ზღუდერი ქალის კივილის ხმამ შეძრა. ნიკა ღვინიაშვილის გამზრდელი ბებია სოფელს შველას სთხოვდა - პენსიონერ ქალს შვილიშვილის მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ნიკა მდინარის პირას იპოვა და შეუძლოდ იყო. 

მდინარის ნაპირი, სადაც 28 წლის ნიკა წამებით  მოკლეს, ბრალდებული ძმების სახლიდან რამდენიმე  მეტრში მდებარეობას. მიმდებარე  ტერიტორიაზე სახლები დგას,  მაგრამ ცარიელია და არც მოწმეები არსებობენ. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ   აღმოჩნდა იქ მოკლული  და რა მოხდა სუფრიდან გასულ ნიკასა და ბრალდებულს შორის? გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ ბრალეულების სახლთან მისი შვილი შემთხვევით აღმოჩნდა. მეგობარს უნდა შეხვედროდა. 

ნიკა რომ მდინარის სანაპიროზე მეგობარს უნდა შეხვედროდა ეს დადასტურებული ვერსიაა, რადგან მისი მეგობარი ახლა ამ საქმის ოქროს მოწმე და ის პირია რომელიც პრაქტიკულად მკვლელობის პირდაპირი თვითმხილველი გახდა. მოწმე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა გამოძიებას დეტალურად მოუყვა როგორ სცემდნენ ხელებშეკრულ ნიკას ძმები მედოშვილები, როგორ არ მიუშვეს ის მის დასახმარებლად და  როგორ ეხმარებოდა მათ მასწავლებლის არასრულწლოვანი შვილიც. მოზარდი რომ ნამდვილად იქ იმყოფებოდა ამას ადგილზე მისული სხვა მოწმეებიც ადასტურებენ.

ქარელში მომხდარი გახმაურებული დანაშაულის უთქმელი დეტალები - დეტალები მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში