საბურთალოზე შელაპარაკების დროს სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია

29.09.24 10:03
საბურთალოზე შელაპარაკების დროს სასიკვდილოდ დაჭრილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

უმაღლესი სასწავლებელი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ საყურაშვილი კარგად აღზრდილი ახალგაზრდა და დიდი მომავლის მქონე მუსიკოსი იყო. 

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. 

გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. 

კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს.

შეტყობინებისთანავე გაგიზიარებთ ინფორმაციას პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ, - ნათქვამია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მამაკაცებს შორის საბურთალოზე ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. როგორ "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, დაპირისპირება ორ დაჯგუფებას შორის მოხდა, დაჭრას კი წინ ჩხუბი და შელაპარაკება უძღოდა. მათივე თქმით, ათამდე ადამიანი ერთ მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და მას სასიკვდილო ჭრილობები დანით, გულის არეში მიაყენეს.  

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.