პოლიტიკური ავანტიურა, რომელსაც ეწირება ეროვნული საგანძური - გია ბუღაძე წულუკიანს აკრიტიკებს

16.08.21 14:05
პოლიტიკური ავანტიურა, რომელსაც ეწირება ეროვნული საგანძური - გია ბუღაძე წულუკიანს აკრიტიკებს

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს აკისრებენ. 

ხელოვნები მოითხოვენ, წულუკიანმა გაასაჯაროვოს ის გეგმა, როგორ აპირებს ეროვნული საგანძურის გადატანას.

ჩვენი პეტიციიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი შესაძლოა, საერთოდ გაჯიუტდეს და დათმობაზე არ წამოვიდეს. ამ ადამიანს ეს ახასიათებს, მაგრამ მას მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, რადაგან ამას რეალურად არ აპატიებენ მომავალი და ჩვენი წარსულიც.

ასეთი რაღაცეები ასე არ ხდება, მოკიდე ხელი და გადაიტანე. ამას თვითონაც უნდა გრძნობდეს, მაგრამ ახლა გაჯიქებულია მთელი ეს მათი შემადგენლობა, რომლებიც ჯერ ვერ ვხდებიან, სად აღმოჩნდნენ. ამის გადატანა ასე არ შეიძლება, რადგან ფაქტობრივად შეიძლება, ჩვენი იდენტობა დაიღუპოს, ეს არის პოლიტიკური მაქინაციები და ავანტიურა, რომელსაც შეიძლება, შეეწიროს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი საგანძური. ვფიქრობ, რომ ვერ გაბედავს - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.

წავა თუ არა თეა წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან დათმობაზე, უცნობია. კულტურის მინისტრი ბოლო დროს კამერებთან არ გამოჩენილა, მის ნაცვლად კომენტარს ,,ოცნების" სხვა წარმომადგენლები აკეთებენ. ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების გადატანა გეგმაზომიერად ხორციელდება. 

როცა მუზეუმებზეა საუბარი, სიფრთხილე აუცილებელია და ეს სიფრთხილე დაცულია. ჩემი ინფორმაციით, ყველა შესაბამისი ეტაპი გავლილია. ზედმიწევნით ზუსტად არის დაცული ყველა ის ასპექტი, რაც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის დაგეგმილ რეაბილიტაციასთან. - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.

საინიციატივო ჯგუფმა, “ხელოვნების მუზეუმისთვის“,  პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს მიმართა,  რომ წულუკიანმა გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილებები და წარადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს ოქროს ფონდის დროებით განთავსებას ისე, რომ ექსპონატები არ დაზიანდეს.

 

მსგავსი სიახლეები