ქუთაისში კლინიკის მეოთხე სართულიდან 70 წლის პაციენტი გადმოხტა

16.08.21 14:47
ქუთაისში კლინიკის მეოთხე სართულიდან 70 წლის პაციენტი გადმოხტა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულიდან 70 წლის პაციენტი გადმოხტა. კოვიდინფიცირებული მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით,  70 წლის კაცს ცოტა ხნის წინ ოჯახის წევრი დაეღუპა.